მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები იკვლევენ, მსჯელობენ, განიხილავენ. ამ უნარების გასავითარებლად კი არაერთ საინტერესო აქტივობაში მონაწილეობენ.
აღსანიშნავიამ რომ სკოლაში წარმატებით მუშაობს კლუბი „წამი“, რომლის წევრები აგრძელებენ შეხვედრებს - საინტერსო იდეებით, საჭირო თემებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კლუბი საშუალებას იძლევა - მოისმინო, იფიქრო, იმსჯელო, დაგეგმო, განახორციელო, მწყობრში მოიყვანო, ლოგიკურად დაააკავშირო, გააანალიზო ინეტგრირებულად ისტორია-ბიბლიასთან.
ახალი სასწავლო წლის ორ შეხვედრაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს კლუბის ლოგოზე, საბოლოოდ, კი ბარბარე სულხანიშვილის დახმარებით შეიქმნა კლუბის ლოგო. ასევე შეაჯამეს განვლილი შეხვედრები.
გიორგი ბიძინაშვილმა ფოტოკოლაჟის სახით თავი მოუყარა კლუბის მიზნებს და იმ საკითხებს, რაზეც კლუბმა იმუშავა.
კლუბის მუშაობის შეჯამება, ახალ წევრებს, ქრისტინე კობახიძემ, ილია კობახიძემ, გიორგი ბიძინაშვილმა, თაზო ყანჩელაშვილმა წარუდგინეს. თავადაც გაიხსენეს და ახალ წევრებსაც წარმოდგენა შეუქმნეს კლუბის მუშაობის შესახებ.
„მოვისმინეთ ახალი იდეები, ერთად დავწერეთ სამოქმედო გეგმა“,- აღნიშნავენ მოსწავლეები და არაერთ საინტერესო აქტივობასა თუ ღონისძიებას გეგმავენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
გალაკტიონს მცირე ხელფასი ჰქონდა, ისევე, როგორც ყველა მის კოლეგას...
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე