სიახლეები
სკოლები

ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული კვირეული ქვეშის საჯარო სკოლაში  
12-11-2024
-
+


ნოდარ ხადურის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით კვირეული გაიმართა, რომელიც საინტერესო და შემეცნებითი აქტივობებით იყო დატვირთული. 

კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი მომენტები გაიხსენეს და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს მწერლის შემოქმედების მცირე ნაწილი.

ბავშვებმა ნახეს ნაწყვეტები ფილმებიდან და მონაწილეობა მიიღეს საინტერესო ვიქტორინაში.   

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, თუ რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა ქართველ ხალხზე ილია ჭავჭავაძეს, აღნიშნეს, რომ მის შეგონებებზე თაობები აღზრდილა და კიდევ მრავალი თაობა გაატარებს იმ ნარატივს, რასაც დიდი საზოგადო მოღვაწე ნერგავდა. 

სკოლაში მადლობას უხდიან მოსწავლეებს და პედაგოგებს: გიული ბეთლემიშვილს, ნინო ცაციაშვილს, ინგა ხვედელიძეს და ნათია კურტანიძეს, ასეთი საინტერესო და მრავლისმომცველი კვირეულისთვის

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელო

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება