სიახლეები
სკოლები

ხაიშის საჯარო სკოლაში ინტელექტუალურ-შემეცნებითი ვიქტორინა ჩატარდა
12-11-2024
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა სახის აქტივობა, ღონისძიება იმართება.

ამჯერად, სკოლაში, ინტელექტუალურ-შემეცნებითი ვიქტორინა ჩატარდა, რომელშიც მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

თითოეული გუნდი დაკომპლექტებული იყო 6-6 მონაწილით. მონაწილეებს შეკითხვები დაესვათ როგორც საგნობრივი საკითხებიდან, ასევე ზოგად საკითხებზე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ორივე გუნდი აქტიურად იყო ჩართული პროცესში.

თანაბარ ბრძოლაში საბოლოო გამარჯვება მოიპოვა მეექვსე კლასის გუნდმა - „ლიდერები“, ანგარიშით 18:17.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი აქტივობების მიზანია:

1. მოსწავლეები დაეუფლონ გუნდური თამაშის ტექნიკებს;
2. ისწავლონ თანამშრომლობა და ერთმანეთის აზრის გათვალისწინება;
3. მეხსიერებისა და სწრაფი აზროვნების ხელშეწყობა;
4. ცოდნის მიღება;
5. არაფორმალურ აქტივობებში ჩართვა;
6. მომზადება შემდგომი რეგიონალური თუ ეროვნული ტურნირებისთვის.

​ღონისძიების ბოლოს თითოეული მონაწილე დაჯილდოვდა სიგელებით.

აღსანიშნავია, რომ დაგეგმილია მსგავსი აქტივობების განხორციელება მაღალ კლასებშიც.

ღონისძიების ორგანიზატორები - ნანა აფციაური (ბიოლოგიის მასწავლებელი) და სალომე გოგია (ისტორია, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი) არიან.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელო

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება