სიახლეები
სკოლები

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის გუნდი სასკოლო საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულია  
12-11-2024
-
+


ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების ძლიერი მხარეების გამოვლენას, მათ განვითარებას და წახალისებას, რომ თავიანთი უნარები ფართო ასპარეზზე წარმოაჩინონ. 

ამჯერად, სკოლა დიდი სიხარულით გვამცნობს მოსწავლეთა წარმატებას, რომელიც საჭადრაკო ფესტივალ -2024 - ის გუნდურ პირველობაზე მოიპოვეს. 

შეჯიბრი 10 ნოემბერს, ბათუმის მერიის  და ბათუმის საჭადრაკო კლუბ - „ნონას“, ორგანიზებულ გაიმართა და ქალაქის 28 სკოლის გუნდს შორის გამარჯვება წილად ხვდა ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის გუნდს. 

გუნდის შემადგენლობა შემდეგნაირი გახლდათ: ანა ონიაშვილი, გიორგი გოგიაშვილი და დემეტრე გოგიაშვილი. მათი პედაგოგი კი დავით ონიაშვილია.

რაც შეეხება ინდივიდუალურ შეჯიბრს, აქაც, პირველი ადგილი დაიკავა დემეტრე გოგიაშვილმა, ხოლო მეორე- გიორგი გოგიაშვილმა. 

„ვულოცავთ ჩვენ ძვირფას  გიმნაზიელებს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს!“, - სკოლის ადმინისტრაციამ გულთბილად მიულოცა საუკეთესო გუნდს და მათ პედაგოგს გამარჯვება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელო

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება