სიახლეები
სკოლები

ხაიშის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ხასიათის საფეხბურთო ტურნირი გაიმართა 
12-11-2024
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სხვადასხვა სპორტული ღონისძიება იმართება. 

ამჯერად, სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით ჩატარდა სპორტულ-გასართობი ხასიათის ტურნირი ფეხბურთში. ერთმანეთს შეეჯიბრა მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული ოთხი გუნდი. ბავშვებმა სპორტული შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

„მოსწავლეების მხრიდან გამოიკვეთა მსგავსი ღონისძიებებისადმი დიდი ინტერესი“, - გვეუბნებიან სკოლაში.

ტურნირს ესწრებოდნენ ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და ადგილობრივი მცხოვრებლები.

თითოეულ მონაწილეს გადაეცა სიგელი, ხოლო გამარჯვებული გუნდები დამატებით დაჯილდოვდნენ თასებით.

„ხაიშის საჯარო სკოლა მოხარულია მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტიური საქმიანობით და მზად არის მხარი დაუჭიროს მოსწავლეთა ინიციატივებს“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელო

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება