მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში, არაერთი შემეცნებითი და ინტელექტუალური აქტივობა იმართება, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში, თვითმმართველობის თავმჯდომარის - ნელი ჭურჭელაურის ინიციატივით ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.
თამაშში სკოლის მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
აღნიშნულმა შეხვედრამ, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მშვიდ და წყნარ გარემოში ჩაიარა.
დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მე-8 კლასის გუნდმა - „მგლები“. გუნდის წევრები დაჯილდოვდნენ მოსწავლეთა დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაზე შეგროვილი თანხით ნაყიდი საჩუქრებით, ხოლო ყველა მონაწილე გუნდმა მიიღო სიგელები.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სასწავლო პროცესში ჩართულობას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოოტები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.