მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სკოლაში, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ილია უკვდავია“ გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასების და VII, VIII, IX, X კლასების მოსწავლეები.
მათ, ღონისძიებაზე, წარადგინეს ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია, ისაუბრეს მის შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე, წაიკითხეს ლექსები, წარადგინეს სცენარი მოთხრობიდან - „კაცია ადამიანი?!“
აღნიშნულ დღეს ასევე, სალამურზე შესრულდა მუსიკალური კომპოზიცია „ჩემო კარგო ქვეყანავ“.
ღონისძიების ხელმძღვანელები: ლალი კაპანაძე, ია ჯიბლაძე, ნანა კაპანაძე, არჩილ ლომიძე იყვნენ.
ეს დღე ემოციური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.