მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურად ესწრებიან და საგანმანათლებლო პროექტებში მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, მოსწავლეები: თამთა ახალაძე, ანრი ჩოგოვაძე, ნიკოლოზ წვერავა და გიორგი ქობულოვი, რომელთა პედაგოგი ნინო ბენდელიანი გახლავთ, საბავშვო უნივერსიტეტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ 8 ნოემბერს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) გაიმართა საბავშვო უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიალი.
პირველი საჯარო ლექცია თემაზე - „რა არის სამართლიანობა?‘‘ წაიკითხა KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ.
როგორც გვიყვებიან, ახალი პროექტი იმერეთის რეგიონის მე-9, მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და სხვადასხვა შემეცნებით თემებზე საჯარო ლექციების ჩატარებას ისახავს მიზნად. სალექციო კურსებს წაიკითხავენ როგორც KIU-ს პროფესორ-მასწავლებლები, ასევე მიწვეული ლექტორები.
„აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობისა და სწავლის სიყვარულის გაღვივებასა და საუნივერსიტეტო ცხოვრების ადრეული ასაკიდან გაცნობას. ამასთანავე, მოსწავლეებს დაეხმარება კრიტიკული აზროვნების, კრეატიულობისა და სოციალური უნარების განვითარებაში და კარიერული ჰორიზონტის გაფართოებასა და მომავალი პროფესიის არჩევაში“, - ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა