სიახლეები
სკოლები

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის ხელოვნების მოყვარული მოსწავლეები და მათი კულტურულ-შემეცნებითი ვიზიტი თეატრში
12-11-2024
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ხელოვნებით დაინტერესებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამ მიზნით, სკოლაში სხვადასხვა აქტივობა ეწყობა. ახლახან კი, IX კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და კლასის დამრიგებელი - ცირა კუბლაშვილი ქალაქ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში სპექტაკლზე - „ხევისბერი გოჩა“ იმყოფებოდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მსახიობებმა შეძლეს მოსწავლეების გრძნობების გაღვივება და მათ თვალწინ ტკივილითა თუ მშვენიერებით დატვირთული სიუჟეტების წარმოჩენა.

„ხელოვნების სიყვარული, რომელიც თითოეული ადამიანის სულში უნდა ბრწყინავდეს, წარმოადგენს თვალსაჩინო მაგალითს იმისა, რომ განათლება არ შემოიფარგლება მხოლოდ მეცნიერული ცოდნით. თეატრი, როგორც სულიერი სამყაროს გამოხატვის საშუალება, შესაძლებლობას აძლევს მოზარდს, შეიგრძნონ სხვისი ემოციები, გაუმკლავდნენ საკუთარ ფიქრებსა და გრძნობებს, აღმოაჩინონ შინაგანი სამყაროს უხილავი კუთხეები. ქცევისა და მოსმენის კულტურის ჩამოყალიბება არა მხოლოდ ამ გზაზე იძლევა საშუალებას საზოგადოების ერთიანობისა და ურთიერთგაგების შექმნისა, არამედ ყველა მოზარდს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს, რომელიც განვითარების ერთ-ერთი მყარი საფუძველია.

მოსწავლეები შთაბეჭდილებებით საუბრობენ იმ ჯადოსნურ წუთებზე, რომლებიც თეატრში გაატარეს, მათ სურვილი აქვთ, ტრადიციად დანერგონ სკოლაში „თეატრის დღე“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება