მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N117 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლის ლამაზი ეზო მესამე კლასელებმა გააფერადეს, ააჟრიამეულეს და ნამდვილი დღესასწაული მოაწყვეს. მათ ფერადი შემოდგომა გააცილეს.
მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების წინაშე საქართველოს კუთხეები ღირსეულად წარადგინეს. იყო ბევრი სიმღერა, ცეკვა და კუთხეების დამახასიათებელი ნიშან-თვისებების წარმოჩინება. მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, საზოგადოების უდიდესი მოწონება დაიმსახურეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ.
„7 ნოემბერი, დღე რომელიც დიდ ხანს ემახსოვრება თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა თუ მშობელს. უღრმესი მადლობა ჩვენს საყვარელ პედაგოგებს, მესამე კლასის დამრიგებლებს: ნუნუ ედიბერიძეს, ნატო კოტორაშვილის, ეთერ ჯიმუხაძეს, ელიკო ცაგარელს, მარინე ონიანს და რიტა მარმარაშვილს, ორგანიზებულობისთვის, მხარდაჭერისა და ბევრი ფერადი იდეისთვის. მადლობა 117-ე სკოლის დირექციას დაგეგმილი აქტივობებისთვის.
განსაკუთრებული მადლობა თითოეულ მშობელს სამზადისში აქტიური ჩართულობისთვის, გუნდური და შეხმატკბილებული მუშაობისთვის, თითოეული კუთხის ღირსეულად წარდგენისთვის. ასეთი ერთსულოვნება, ჩართულობა ნამდვილად დასაფასებელი და საამაყოა“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა