მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლაში, როგორც ფორმალურ ასევე არაფორმალურ განათლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე ღონისძიებით აღინიშნა, რომელსაც უძღვებოდნენ ქართული ენის პედაგოგები: ციალა ტუღუში და დარეჯან გიგინეიშვილი.
აღნიშნული ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნა მუსიკის პედაგოგმა - ნანა მიქაბერიძემ.
ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ. ბავშვებმა წაიკითხეს ილია ჭავჭავაძის ლექსები, ნაწყვეტები მისი მოთხრობებიდან და პუბლიცისტური წერილებიდან. ილია ჭავჭავაძის განუზომელი ღვაწლი დამსწრე საზოგადოებას მოკლედ კიდევ ერთხელ შეახსენეს ღონისძიების ორგანიზატორმა ქართული ენის პედაგოგებმა.
აღსანიშნავია, რომ მცირეკონტინგენტიანი სკოლა ამჟამად მეორე ცვლაში მუშაობს მეზობელი სოფლის სკოლის შენობაში.
„სკოლის დირექცია და კოლექტივი შექმნილი სირთულეების ფონზე ყოველმხრივ ცდილობს ბავშვებს შესთავაზოს არაფორმალური განათლების მრავალფეროვანი აქტივობები“, - ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა