მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების ინტეგრირების პროცესში, ინიციატივაში ჩართული 20 საპილოტე სკოლის ბაზაზე სასწავლო პროცესის განსახორციელებლად 300-მდე პროფესიული განათლების მასწავლებელი რამდენიმე ეტაპად გადამზადდა. მათ შორის გაიმართა მეწარმეობის მასწავლებლების სამუშაო შეხვედრა, რომელსაც პროფესიული უნარების სააგენტომ უმასპინძლა.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე იმ საჯარო სკოლების მეწარმეობის მასწავლებლებმა, რომლებშიც ახალი ინიციატივის ფარგლებში პროფესიული განათლების მიღება იქნება შესაძლებელი. შეხვედრაზე, მასწავლებლებს გაუზიარდათ გამოცდილება, როგორც მეწარმეობის სწავლების, ასევე აღნიშნული მოდულის სწავლებისთვის არსებული საგანმანათლებლო რესურსების შესახებ.
გარდა ამისა, მეწარმეობის მასწავლებლების დარგობრივი ქსელის ფარგლებში დაიგეგმა მეწარმეობის სწავლების მხარდამჭერი აქტივობები და სამომავლო შეხვედრები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.