სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა სალდაძე, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ერთი წლით სასწავლებლად ამერიკაში გაემგზავრა
13-11-2024
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა თუ ოლიმპიადაში აქტიურად მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ. 

მათ შორისაა მე-12 კლასის (დამრიგებელი ქეთევან ფირცხალავა) მოსწავლე ანა სალდაძე. ის წარჩინებული მოსწავლეა. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლე ერთნაირი ინტერესით ეუფლება საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ დისციპლინებს და აქტიურად მონაწილეობს სკოლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

აღსანიშნავია, რომ მან წარმატებით გაიარა Flex-ის მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის სამივე ტური, გამოამჟღავნა საჭირო უნარ-ჩვევები და ერთი წლით სასწავლებლად ამერიკაში გაემგზავრა.

სასკოლო საზოგადოება მისით ამაყობს და წარმატებებს უსურვებს.

„იმედია, ანა, ეფექტურად გამოიყენებს უცხოეთში გატარებულ დროს, რასაც აუცილებლად გამოიყენებს პიროვნული ზრდისთვის. წარმატებები ანას“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება