სიახლეები
პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ერთიანობას, ერთმანეთის პატივისცემას“ - საციხურის საჯარო სკოლის დირექტორი გულნარა მუშარბაძე
13-11-2024
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლის დირექტორი გულნარა მუშარბაძე განათლებული და ერუდირებული თაობების აღზრდის საქმეს ღირსეულად ემსახურება. მისთვის მნიშვნელოვანია პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები და სწორედ ასეთ გარემოს უზრუნველყოფს სკოლაში. 

სკოლის ხელმძღვანელი მოსწავლეებთან საერთო ენას ყოველთვის პოულობს და მათთვის რჩევა-დარიგებებსაც არ იშურებს. ბავშვები მის მიმართ ნდობით არიან განმსჭვალულნი, რაც დირექტორს ძალიან ახარებს.

etaloni.ge-ის ბლიც-კითხვებს სკოლის დირექტორი გულნარა მუშარბაძე პასუხობს:

 - პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- ურთიერთპატივისცემას და ნდობას.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- გესმოდეს მოსწავლეების და მოიპოვო მათი ნდობა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...

- მათი ზრდილობით, მსოფლმხედველობით და პატრიოტული სულით. 

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს..

- ერთიანობას, მშობლებთან ურთიერთობას, ერთმანეთის პატივისცემასა და კომპეტენტურობას.

-  ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- მოსწავლეებთან ურთიერთობა, მათი პრობლემების და სასკოლო საკითხების მოგვარება.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- მოსწავლეებს ყოველთვის მოვუწოდებ, რომ საქართველოს ისტორიას სიღრმისეულად გაეცნონ, „დიდოსტატის მარჯვენა“.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- მხატვრული კითხვის საღამო.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება