სიახლეები
სკოლები

„ილია - ერის მამა“ - დიდი მწერლის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში
13-11-2024
-
+


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით კვირეული მოეწყო. სკოლაში, მე-8 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს ღონისძიება „ილია - ერის მამა“. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.

აღნიშნული ღონისძიება შედგებოდა ეპიზოდებისგან. ბავშვებმა გააცოცხლეს ილია ჭავჭავაძის გმირები ნაწარმოებებიდან: „კაცია ადამიანი?!“, „განდეგილი“ და „ოთარაანთ ქვრივი“. მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს. ბავშვებმა, ასევე, დამსწრე საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის მნიშვნელოვანი გამონათქვამები და ნააზრევი გააცნეს.

ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების სცენარის ავტორი და დამდგმელი -  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მჭედლიძე თამარი გახლდათ.

ეს დღე დასამახსოვრებელი და ემოციური იყო მოსწავლეთათვის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:





კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება