სიახლეები
ინტერვიუ

„ეიბიჯიეს აკადემიის“ დირექტორი კურატორების პროფესიონალიზმსა და სამომავლო გეგმებზე - „აკადემიის განვითარებისთვის ყველანი მაქსიმუმს ვაკეთებთ“
14-11-2024
-
+


ეიბიჯიეს აკადემიას“ უკვე სამი წელია წარმატებით ფუნქციონირებს და მრავალფეროვან ტრენინგებს სთავაზობს დაინტერესებულ პირებს. კურსების სპეციფიკიდან გამომდინარე ორგანიზაციას აქვს, როგორც ონლაინ, ისე ჰიბრიდული სწავლება. ეიბიჯიეს აკადემიის“ დირექტორმა, ანა ბუცხრიკიძემ etaloni.ge-სთან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცენტრში ახლა ისეთ კურსზე მუშაობენ, რომელიც საქართველოში, ჯერჯერობით, არ ყოფილა, ამასთან მათი მიზანია, რომ ლიცენზირებული კურსები შექმნან.

როგორც ხელმძღვანელი გვეუბნება, აკადემიაში დიდი ყურადღება ექცევა თანამშრომლების პროფესიონალიზმსა და მომხმარებლებთან მათ დამოკიდებულებას. ამასთან, აკადემია კურსდამთავრებულებს დასაქმებაშიც ეხმარება და მათთვის სხვადასხვა სამსახურში რეკომენდაცია არაერთხელ გაუწევიათ.

უფრო ვრცლად აკადემიის თანამშრომლების პროფესიონალიზმზე, მონდომებასა და მიზნებზე აკადემიის დირექტორი, ანა ბუცხრიკიძე საუბრობს:

- ცენტრი 2021 წელს დაარსდა. მაშინ ყველა ფუნქციას მე ვასრულებდი. მე ვიყავი კურატორიც, ტრენერიც და ჩათის მენეჯერიც, თუმცა ნელ-ნელა მუშაობამ შედეგი გამოიღო და ზრდა დავიწყეთ და შესაბამისი კადრებიც ავიყვანეთ. დღეს ჩვენი სასწავლო პროცესების ხელმძღვანელი - ელისო კირკიტაძე-წიკლაურია, რომელიც ფანტასტიკურად მუშაობს კურატორებთან ერთად, რომელიც ამავდროულად მისი ჯგუფელები იყვნენ. ელისოსა და თითოეული თანამშრომლის სწორ მუშაობაზეა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. თავიდან, სწორად მუშაობასთან დაკავშირებით, მუდმივად ტრენინგის ჩატარება იყო საჭირო. მე ვუხსნიდი, როგორ მიეწოდებინათ ადამიანებისთვის შესაბამისი ინფორმაცია. დღეს კი ეს საქმე ელისომ გადაიბარა და ახლა ის ასწავლის სხვებს ინფორმაციის სწორად გადაცემის უნარებს.

მინდა სიამაყით აღვნიშნო რომ აკადემიაში პროფესიონალი გულისხმიერი და სამართლიანი თანამშრომლები გვყავს, რომლებიც მომხმარებლებს ყოველთვის ზუსტ, სწორ და გადამოწმებულ ინფორმაცია აწვდიან. მაქსიმალურად ეხმარებიან მათ, რომ ის ცოდნა მიიღონ, რისთვისაც ჩვენთან მოვიდნენ.

- სულ რამდენი თანამშრომელი გყავთ?

- ამ ჯგუფში 5 კურატორი, 1 სასწავლო პროცესების ხელმძღვანელი და მე - დირექტორი ვართ.

- როგორც აღნიშნეთ დიდი ყურადღება ექცევა მომხმარებელთა კმაყოფილებას, რამდენად მნიშვნელოვანია თანამშრომელთა ჩართულობა აკადემიის განვითარებაში და ნიშნავს თუ არა თანამშრომლის კმაყოფილება მომხმარებლის კმაყოფილებასაც?

- რა თქმა უნდა, თანამშრომელთა კმაყოფილება და მონდომება არის აკადემიის განვითარებისა და წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა. აკადემიაში, ახალი დეპარტამენტი - მოსწავლეთა მოსამზადებელი ცენტრი დავიმატეთ, რომლის განვითარებაშიც აქტიურად არის ჩართული ჩვენი ერთ-ერთი კურატორი ქრისტინე ონიანი. ასევე, ნანა კაკაშვილის დამსახურება მინდა აღვნიშნო, რომელიც ჩვენი აკადემიისთვის სერტიფიკატებს ამზადებს. წარმოიდგინეთ, 300 ადამიანი როდესაცაა ჯგუფში და ვიღაც სერტიფიკატს კარგავს, ნანა მაქსიმუმ 3-5 წუთში მას აწვდის. ის ძალიან კარგად მუშაობს და მსმენელებს მუდმივად ეხმარება, რომ კუთვნილი სერტიფიკატი დროულად მიიღონ.

წარმატების ქოუჩინგის კურატორსაც დავასახელებ - ეს არის მარიამ ქოიავა, რომელიც ამ გვერდის წარმატებაში აქტიურადაა ჩართული. ასევე, ასმათ ზირაქიძე, მან ჩვენ ისეთი კურსი შემოგვთავაზა, რომელიც იმ ადამიანებს ეხმარება, რომელთაც მუშაობა სახლიდან სურთ და უნდათ, რომ საკუთარი ბიზნესი, ხელსაქმე ჰქონდეთ. ასმათმა შემოგვთავაზა სანთლებისა და თაბაშირის წარმოების კურსი და დაგვეხმარა სპიკერის მოძიებასა და მოწვევაში. ამ კურსის პირველმა ნაკადმა წარმატებით ჩაიარა. თავადაც ჩავერთე, ცოდნა მივიღე და ამ ეტაპზე, საკმაოდ კარგი ნაკეთობებიც შევქმენი. ასევე, ეკა ხვედელიძე, რომელიც ახლა შემოუერთდა ჩვენს გუნდს, აქტიურადაა ჩართული სამუშაო პროცესში და ვთვლი, მაქსიმალურად სწრაფად ითვისებს ჩვენი მუშაობის სპეციფიკას. ეს ადამიანები აკადემიის განვითარებისთვის მაქსიმუმს აკეთებენ ამიტომაც არიან ჩვენი მსმენელები კმაყოფილები იმ მომსახურებით, რომელსაც ვთავაზობთ.

- აკადემია მსმენელს ონლაინ კურსებს სთავაზობს, აპირებთ თუ არა სამომავლოდ პირისპირ სწავლებაზე გადასვლას და ამ მხრივ ხომ არ გექნებათ სიახლეები?

-დიაც, ამ ეტაპისთვის, მხოლოდ ონლაინ ვართ. აღსანიშნავია, რომ გავფართოვდით და მოსამზადებელი სივრცეც დავიმატეთ. სიახლეა ისიც, რომ აბიტურიენტებს ინგლისურ ენაში ვამზადებთ. ჩვენი ქვეყნისთვის ონლაინ სწავლების გამოცდილება თავიდან უცხო იყო, თითქოს, საზოგადოება ვერ მოერგო, თუმცა ახლა ძალიან კომფორტულია თავად მომხმარებლებისთვისაც. მინდა გითხრათ, რომ ონლაინ სწავლა ძალიან ეფექტურია და დიდ დროს ზოგავს. აბიტურიენტების შემთხვევაზე რომ ვისაუბროთ, ისინი რამდენიმე საგანში ემზადებიან, პლუს სკოლაში დადიან და გზაშიც საკმაოდ დიდი დრო იკარგება. ონლაინ სწავლის შემთხვევაში კი, შეუძლიათ, სახლიდან, კომფორტული გარემოდან ჩაერთონ და მიიღონ ცოდნა, რომელიც მათ სჭირდებათ. იგივე ხდება ზრდასრულების შემთხვევაშიც. მაგალითად, ადამიანები, რომლებიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არიან დასაქმებული, მათთვის უფრო მოსახერხებელი ონლაინ ფორმატია. სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ, მათ აღარ უწევთ, რომ სადმე ტრენინგცენტრში წავიდნენ.

- როგორია კურატორობის საქმიანობის სპეციფიკა ამ შემთხვევაში?

- კურსზე კურატორების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი ყველა შეხვედრის ვიდეოჩანაწერს აკეთებენ და შემდეგ რეგისტრირებულთა დახურულ ჯგუფში ტვირთავენ. მსმენელს ჩანაწერის ნახვა ნებისმიერ დროს შეუძლია. ვფიქრობ, ეს ძალიან მოსახერხებელი ფორმატი გახლავთ, თუმცა არის ისეთი პროფესიები, რომლებსაც ონლაინ ვერ ისწავლი. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს საექთნო კურსი, რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობს. თეორიული ნაწილი ონლაინაა, ხოლო პრაქტიკულ ნაწილზე მსმენელებს SIAB-Academy-ში შეუძლიათ მიბრძანდნენ. იქ ისინი ყველა საჭირო მანიპულაციას სწავლობენ.

- თქვენი კურსების გავლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თუ არის ასაკობრივი შეზღუდვა?

- ზოგიერთ შემთხვევაში, არის ასაკობრივი შეზღუდვა. მაგალითად, ჩვენ ფსიქოლოგიის სამომხმარებლო კურსი გვაქვს და დამსწრეთა ასაკი 16 წლიდან იწყება, ეს კურსი ზუსტად ამ ასაკზეა გათვლილი. რაც შეეხება მოსამზადებელს, ინგლისურის სწრაფი კურსი გვაქვს. აქ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მობრძანდეს, თუნდაც ეს 10 წლის ბავშვი იყოს. ეს კურსი იმისთვისაა, რომ მათ მეტყველება სწრაფად დაიწყონ.

- ვიცით, რომ თქვენ „დამწყებ ტრენერთა ტრენინგი“ გაქვთ. საინტერესოა, ვინც ეს კურსი გაიარა, ისინი თუ ატარებენ ტრენინგებს?

- „დამწყებ ტრენერთა ტრენინგის“ ფარგლებში, ჩვენ უკვე 7 ნაკადი გვყავდა. მინდა გითხრათ, რომ შვიდივე ნაკადში ძალიან წარმატებული სტუდენტები იყვნენ. ბევრმა მათგანმა სხვადასხვა ორგანიზაცია დააფუძნა და დამოუკიდებლად საქმიანობს. რამდენიმე მათგანი დღემდე ჩვენთან მოღვაწეობს. მიუხედავად იმის, რომ ჩვენ არაფორმალური განათლების პლატფორმა ვართ, ჩვენი კურსდამთავრებულები კერძო საბავშვო ბაღებში აქტიურად საქმდებიან. არის შემთხვევები, როდესაც კერძო ბაღები თავად გვიკავშირდებიან და გვეკითხებიან, ვის გავუწევდით რეკომენდაციას, ვინ იყო აქტიური. ბოლოს, ბათუმის საბავშვო ბაღი დაგვიკავშირდა. ჩვენ იქ გასაუბრებაზე 3 ადამიანი გავუშვით, მათგან 1 უკვე დასაქმებულია.

- და ბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- ჩვენ ისეთი კურსები უნდა შევქმნათ, რომლებიც ლიცენზირებული იქნება - ამაზე უკვე ვმუშაობთ. სამომავლო გეგმაა, რომ წარმატების ქოუინგს ვქმნით - ასე ჰქვია ჩვენს ერთ-ერთ გვერდს. მას კურატორი მართავს და ძალიან ეფექტურადაც. ეს მიმართულება, ჯერჯერობით, საქართველოში არ არის და ახლა ვქმნით. კურსს, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს ძალიან მოკლე დროში ქოუინგის საფუძვლების შესწავლა შეეძლებათ, ძალიან მალე შემოგთავაზებთ. კურსის გავლის შემდეგ, მსმენელს შესაძლებლობა ექნება, რომ საკუთარ თავთან ქოუჩინგის მეთოდებით იმუშაოს და ისეთი პრაქტიკა ჰქონდეს, რომ სხვასთან მუშაობაც შეძლოს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ

პედაგოგები 22-საათიან ტრენინგს გაივლიან - მასწავლებლის სახლი დეტალებზე

16 წლის ბიჭი 14 წლის მოზარდმა დაჭრა - დეტალებზე დედა საუბრობს

ბაღების თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა ბიუჯეტშია გათვალისწინებული - რომელ მუნიციპალიტეტს ეხება ცვლილება

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მათ დაამზადეს კედლის გაზეთი, პლაკატები, პოსტერები და ელექტრონული რესურსი აღნიშნულ თემაზე

საინტერესო

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სიახლეები
საზოგადოება