მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის მუნიციპიალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლამარა ბიწაძეს მოსწავლეებთან მეგობრული, ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობით გამოირჩევა. ძალისხმევას არ იშურებს, რომ მოსწავლეებს მოტივაცია აუმაღლოს და საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ სასწავლო პროცესს სთავაზობს.
etaloni-ge-ის ბლიც-კითხვებს პედაგოგი ლამარა ბიწაძე პასუხობს:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- ურთიერთთანამშრომლობაზე, პატივისცემასა და სამართლიანობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ნდობა, პატივისცემა, თანადგომა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ჩემი მოსწავლეები არიან მოტივირებულნი, შრომისმოყვარენი და ზრდილობიანი ახლგაზრდები.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- პასუხისმგებლობას დაკისრებული მოვალეობისადმი, ურთიერთთანადგომას, მუდამ სიახლის ძიებასა და მის პრაქტიკაში დანერგვას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- მოსწავლეების სიყვარული.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- „დათა თუთაშხია“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ვიყავი ჩართული სასკოლო აქტივობებში, თუმცა განსაკუთრებით გამოვყოფდი მხატვრული კითხვის ღონისძიებას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ