სიახლეები
სკოლები

გეზათის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ
13-11-2024
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების აქტივობებში. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, არაფორმალური განათლების აქტივობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეებში სიღრმისეულ სწავლებას, ამაღლებს სკოლის საერთო კულტურას, ხელს უწყობს მოსწავლეებში თანამშრომლობითი გარემოს შექმნას ზრდის მოტივაციას.

ამ მიზნით სასწავლო წლის დასაწყისში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე მასწავლებელმა - ქეთევან ვეკუამ დაგეგმა სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნეშში, დიდი ქართველი მწერლის ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი.

მიზნობრივი ჯგუფი დაკომპლექტდა მე-8 მე-9 კლასის მოსწავლეებით. ვიზიტის ორგანიზებაში აქტიურად ჩაერთნენ: მშობლები, სკოლის დირექცია, კლასის დამრიგებლები და სკოლის ექიმი.

საგნის მასწავლებელმა ქეთევან ვეკუამ მოაწყო პროექტის პრეზენტაცია მასწავლებლებთან, მშობლებთან და მოსწავლეებთან.

11 ნოემბერს კი მოსწავლეები ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. 

ექსკურსიის მონაწილეებმა დაათვალიერეს მწერლის სახლ-მუზეუმი, მოსწავლეები სიღრმისეულად გაეცნენ მწერლის ბიოგრაფიას და წარმოადგინეს მწერლის ნოველები და მინიატურები. მე-8 კლასის მოსწავლე ლუკა ბარნაბიშვილმა მუზეუმს საჩუქრად გადასცა საკუთარი ხელნაწერი და ნახატი ნიკო ლორთქიფანიძის პორტრეტით.

მოსწავლეებმა გადაიღეს ფოტოსურათები, შთაბეჭდილების წიგნში გააკეთეს ჩანაწერები.

შთამბეჭდავი ექსკურსიის ამსახველი ფოტოსურათების გამოფენა კი მოგვიანებით გეზათის საჯარო სკოლაში მოეწყო.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება