მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რაც გარკვეულწილად, პედაგოგთა შრომის დამსახურება გახლავთ.
ახლახან, მოსწავლეებმა გივი ბუთხუზის - „განელებული კოცონი", რევაზ ინანიშვილის - „უკუღმა დაჭედილი“ და ილია ჭავჭავაძის „უსათაურო ლექსი“ შეიწავლეს. სწორედ ამის შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ სიკეთე გაეკეთებინათ.
მე-5ა და მე-5ბ კლასის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელები - ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები: თამარ სვანიძე და ქეთი ყიფიანი) სოციალური პროექტი - „სიკეთე გადამდებია“ ჩაატარეს. პროექტის ფარგლებში, შეირჩა სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც მცირედი დახმარება გაეწია. პედაგოგებისა და ბავშვების ინიციატივით, ასევე მშობელთა ხელშეწყობით, სხვადასხვა სახის პროდუქტი შეგროვდა და აღნიშნულ ოჯახს გადაეცა.
პროექტის მიზანი ახალგაზრდებში სიკეთის კეთების სურვილის გაღვივება, მისი მნიშვნელობის გააზრება, ახალგაზრდების მორალური განვითარება იყო.
„მრავალი დახმარების მიუხედავად, ჩვენს გვერდით უამრავი სოციალურად დაუცველი ადამიანია, რაც სხვადასხვა (ჯანმრთელობისა თუ ეკონომიკური) პრობლემითაა გამოწვეული. ადამიანების პრობლემური ყოფის შემსუბუქება კი, ჩვენს ახალგაზრდებს სიკეთის კეთებით შეუძლიათ. მოზარდებს პატარაობიდანვე უნდა ჩამოუყალიბდეთ ამგვარი ქცევა, რათა სიკეთის თესვა ყოველდღიური ცხოვრების წესად გადააქციონ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს