სიახლეები
სკოლები

არხილოსკალოს საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ღონისძიება მიძღვნეს
13-11-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე აღინიშნა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაიმართა კვირეული, რომლის ფინალური ნაწილი მეორე კლასის მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა. ბავშვებმა დიდი ქართველი მწერლის შესახებ ინფორმაცია გაიგეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.

„მრავალი წლის წინ საქართველოში ცხოვრობდა დიდი ბრძენკაცი - სახელად ილია. ის ყვარლის ჭავჭავაძიანთ გვარის შთამომავალი, ყვარლის მთების ბუნებაში გაზრდილი, წმინდა სულისა და გულის ადამიანი იყო.

ექვსი დედმამიშვილიდან განსაკუთრებული მორიდებულობით გამოირჩეოდა, თუმცა ოხუნჯობის დიდი უნარი და სიტყვამოსწრებული პასუხი ჰქონდა. ცელქობა და თამაში არ მოსწონდა, უყვარდა კითხვა და მეცადინეობა.

ბავშვობაში და- ძმას დედა უკითხავდა ძველებურ ლექსებს, მოთხრობებს საქართველოს წარსულის შესახებ. შემდეგ კი ვინც უკეთესად უამბობდა, აქებდა. ისინიც ქებას დიდად აფასებდნენ. 8 წლის ილია უკვე საღმრთო და საქართველოს ისტორიას სწავლობდა. ბავშვებისათვის გასაგებ ენაზე უხსნიდნენ; ვინ რა გმირობა ჩაიდინა, ვინ რა სიკეთე დათესა სამშობლოსა და სარწმუნოების სასარგებლოდ თუ დასაცავად.

ილიას ეს ამბები ღრმად ჩარჩა გულში, ამიტომაც იყო, რომ ის იღწვოდა აღეძრა ყმაწვილებში სწავლა- ცოდნის წყურვილი და მამულის სიყვარულის ცეცხლი დაენთო მათ გულებში, რათა შემდგომში ამ თაობას ეზრუნა ქართული ენის სიწმინდეზე“,- სწორედ ეს ინფორმაცია გააცნეს სკოლაში მოსწავლეებს. 

იხილეთ ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება