სიახლეები
პიროვნება

„მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში მნიშვნელოვანია ღია, ნდობასა და პატივისცემაზე დამყარებული კომუნიკაცია“-თენგიზ ოსეფაიშვილი, ერკეთის სკოლის დირექტორი
13-11-2024
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ ოსეფაიშვილი მოსწავლეებს ხარისხიან, უსაფრთხო სასწავლო გარემოს სთავაზობს. მისთვის მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლეებთან, ასევე მთელ სასკოლო საზოგადოებასთან მეგობრული, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები, რისთვისაც ძალისხმევას არ იშურებს. ხელმძღვანელის თქმით, სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ერთიანობას, ერთ გუნდად მუშაობას.

etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ თენგიზ ოსეფაიშვილთან:

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- მოსწავლეებისთვის და სკოლის თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემოს, ურთიერთპატივისცემას, ურთიერთნდობას, საგაკვეთილო პროცესის პარალელურად მრავალფეროვან და საინტერესო სასკოლო აქტივობებს.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ღია, პოზიტიური, ურთიერთნდობაზე და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა, მასწავლებელი უნდა იყოს მოსწავლის „იმედი“, რაც უზრუნველყოფს მოსწავლის ხარისხიან განათლებას და წარმატებას ნებისმიერ საქმიანობაში.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- არიან მეგობრულად ერთმანეთის მიმართ, პატივს სცემენ პედაგოგებს და სკოლის სხვა თანამშრომლებს, აქტიურად და უპრეტენზიოდ ერთვებიან და თავიანთი წვლილი შეაქვთ  სასკოლო თუ არაფორმალურ აქტივობებში, უხარიათ სკოლის ყველა წარმატება.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- ერთიანობას, ერთ გუნდად მუშაობას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- სკოლის ყოველი დღე იყოს უსაფრთხო, საინტერესო და წარმატებული.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 
- ალბათ, მაინც ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებს.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- სპორტული შეჯიბრებები.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება