მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო გაიმართა.
ლიტერატურული საღამოს ხელმძღვანელი მაყვალა მაჭარაშვილი გახლდათ.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ VII-XII კლასების მოსწავლეები, რომლებმაც წაიკითხეს მწერლის ლექსები, ამონარიდები პუბლიცისტური ამონარიდი წერილებიდან, ციტატები პროზაული ნაწარმოებიდან. მათ ასევე გამოუშვეს ილიასადმი მიძღვნილი კედლის გაზეთი (რედაქტორი IX კლასის მოსწავლე ნინო ბუცხრიკიძე).
ღონისძიების მეორე დღეს, 9 ნოემბერს, VII-XII კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით მოეწყო ექსკურსია ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში - საგურამოში.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეები უკეთ გაცნობოდნენ ილია ჭავჭავაძის ცხოვრებას, შემოქმედებას და მოღვაწეობას საზოგადოებრივ ასპარეზზე.
„ილია ჩვენთვის წარსული არაა, ის მომავალია და მომავალი თაობა ისეთი იქნება, როგორიც იქნება მისი დამოკიდებულება ილიასადმი“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ეს დღე დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა