მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის მე-3 კლასის პედაგოგმა - თინათინ დიასამიძემ მოსწავლეებს ძალიან საინტერესო აქტივობა „შენი ფრთები წიგნებია“ შესთავაზა.
აქტივობის მიზანი, მოსწავლეებში წიგნების მიმართ სიყვარულის და ინტერესის გაღვივება, შემოქმედებითი უნარების განვითარება და სამოტივაციო, სიმბოლური გზავნილების წარმოჩენა გახლდათ.
მოსწავლეებმა ინდივიდუალურად დაამზადეს მათი საყვარელი წიგნების ყდები და ილუსტრაციები. მათ ასევე, სიმბოლური ფრთები შექმნეს.
მესამეკლასელებმა იმსჯელეს წიგნის კითხვის მნიშვნელობასა და მათ რჩეულ წიგნებზე.
„თამამად ვიტყვი, რომ საკმაოდ კარგი „მკითხველთა კლასი“ მყავს“, - აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა