მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნათელა იობიძე ქალაქ ქუთაისის N45 საჯარო სკოლის პედაგოგია, ის ერთგულად ემსახურება თავის პროფესიას, უყვარს საქმე და მოსწავლეები, მათ ხარისხიან განათლებას, საინტერესო და სახალისო სასწავლო პროცესს სთავაზობს და ზრუნავს, რომ თითოელი მათგანი იყოს წარმატებული, განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებული.
იხილეთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ნათელა იობიძესთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის დამყარებულ ურთიერთპატივისცემასა და მეგობრულს გარემოს.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- პატივისცემა და ობიექტურობა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- ისინი არიან გულთბილნი და მიმდობნი.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- მოსწავლეების აკადემიურ მიღწევებს.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ყოველი გაკვეთილი მოსწავლეებისათბის იყოს საინტერესო და სახალისო.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- არის ი.გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა?“
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- იყო საშემოდგომო ღონისძიება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ