სიახლეები
სკოლები

ჩივთქილისის საჯარო სკოლაში, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, კვირეული გაიმართა
13-11-2024
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები თემატური აქტივობებით აღინიშნება. 

მათ შორის, სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, კვირეული გაიმართა. მის ფარგლებში, სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური წერილი - „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!“ წაიკითხეს.

გარდა ამისა, მისი ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმი „ოთარაანთ ქვრივი" ნახეს. რის შემდეგაც, ფილმის გარშემო დისკუსია გაიმართა. 

კვირეულის შემაჯამებელ დღეს, პრეზენტაცია ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ მოეწყო. მოსწავლეებმა ავტორის ცნობილი ფრაზები განიხილეს და  მისი ლექსები წაიკითხეს.

ლექსი - „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!“ მე-11 კლასის მოსწავლე ვარტუი აკოპიანმა ემოციურად წაიკითხა. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:




კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება