სიახლეები
სკოლები

მკითხველთა კლუბის აქტიური საქმიანობა და მორიგი ლიტერატურული შეხვედრა დეხვირის საჯარო სკოლაში 
14-11-2024
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბი წარმატებით მუშაობს და სასკოლო საზოგადოებას საინტერესო აქტივობებს სთავაზობს. 

კლუბი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, თამარ ჩაკვეტაძის ხელმძღვანელობით 2024-2025 სასწავლო წელსაც აგრძელებს აქტიურ მუშაობას. 

აჯერად, სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლე ნინი ყვირილიანმა წარადგინა პრეზენტაცია დათო ტურაშვილის ნაწარმოების - „ჯინსების თაობა“, შესახებ. 

მოსწავლემ ისაუბრა რომანის ძირითად შინაარსსა და საკვანძო საკითხებზე, სკოლაში გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთო დამსწრე საზოგადოება.

აღსანიშნავია, რომ მკითხველთა კლუბის მიზანია: მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება, მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარება, კულტურათაშორისი კავშირების ძიება, კითხვისა და კრიტიკული აზროვნების, განსჯისა და წვდომის უნარ-ჩვევის გამომუშავება, მოსწავლეთა აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება.   

„წარმატებასა და ნაყოფიერ საქმიანობას ვუსურვებთ კლუბის თითოეულ წევრს, მათ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა ელით ყოველკვირეულად!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება