მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ლიტერატურის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან.
7 ნოემბერს, სკოლის მკითხველთა კლუბის პირველ შეხვედრაზე რიჩარდ ბახის მოთხრობა - „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“ განიხილეს. ნაწარმოები მოსწავლეების უმრავლესობამ აირჩია, ხოლო, ორი კვირის შემდეგ, მის შესახებ შეხვედრაც ჩატარდა.
შეხვედრაზე კლუბის თავმჯდომარემ კლუბის წევრებს ავტორის - რიჩარდ ბახის შესახებ უამბო და ნაწარმოების მოკლე შინაარსზეც ისაუბრა. პრეზენტატორს მოთხრობის შესახებ 6 კითხვა ჰქონდა შედგენილი. თითოეულ კლუბის წევრს შესაძლებლობა ჰქონდა, რომ სასურველ კითხვაზე პასუხი ინდივიდუალურად გაეცა.
შეხვედრის ბოლოს, მოსწავლეებმა ნაწარმოებიდან მათთვის ყველაზე საინტერესო ციტატებიც დაასახელეს.
წიგნის კლუბის ყველა წევრისთვის, დღე, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და თითოეული მათგანი შემდეგი წიგნის განხილვას მოუთმენლად ელის.
„ნუ უჯერებ შენს თვალებს. ისინი მხოლოდ საზღვრებს ხედავენ“,- ამბობს ჯონათან ლივინგსტონი რიჩარდ ბახის მოთხრობაში „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“. სწორედ ეს ნაწარმოები იქნა განხილული 2024-2025 სასწავლო წლის 7 ნოემბერს მუხურის საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბის პირველ შეხვედრაზე“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა