მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზვიად ველიაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც განვითარება, წინსვლა, მიზნებისკენ სწრაფვა, სასწავლო პროცესში ცვლილებებისა და სიახლეების დანერგვა უმნიშვნელოვანესია. სკოლაში თანასწორ გარემოს ქმნის, სადაც ყველა მოსწავლეს აზრისა თუ იდეების გამოთქმის შესაძლებლობა აქვს და პროფესიონალი პედაგოგების დახმარებით, შესაძლებლობების რეალიზება შეუძლია.
იხილეთ ბლიც-ინტერვიუ დირექტორ ზვიად ველიაძესთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- თანაბარუფლებიან დამოკიდებულებებს და ერთობლივად შემუშავებული, შეთანხმებულ წესების ზუსტ შესრულებას.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- საერთო ფასეულებების და ინტერესების პოვნა და საგანმანათლებლო მუშაობის მათით სტიმულირება, წონასწორობა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- მიუხედავად სოციუმის არათავისუფალი გამოვლინებებისა და მასმედიის მეტწილ არაჯანსაღი გამოვლინებებისა, სრულიად სხვა, სინათლის მატარებელი ახალი თაობა მოდის.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- დადებითზე კონცენტრირების ოსტატობას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ცვლილებების აუცილებლობა!
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ვაჟა ფშაველას ყველაფერი და ვეფხისტყაოსანი. შემდეგ კი სახარება... მათ გასაგებად კი მამარდაშვილს ვურჩევდი.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- სირბილში თვალებშეხვეული შეჯიბრი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება