მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, შემეცნებით და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ და მათში სწავლისადმი ინტერესს აღვივებენ.
ამჯერად, მე-2კლასელებმა ქართულის გაკვეთილი ბიბლიოთეკაში დაასრულეს. აქტივობა მოითხოვდა გაცნობოდნენ აქამდე მათთვის უცნობ დეტალებს.
სკოლის ბიბლიოთეკარი იამზე აბულაძე სათანადოდ დახვდა პატარებს, ესაუბრა წიგნის სახეობებზე, მათ განლაგებაზე, დაათვალიერებინა მათთვის საინტერესო განყოფილებები, შემდეგ ერთად შეარჩიეს ზღაპრების წიგნები, გამოიწერეს, სათითაოდ გაეცნენ წიგნის ყდას, ავტორს, სათაურს და სარჩევს.
ბიბლიოთეკარმა მათ ამ სკოლის მოსწავლეების ხელნაკეთი წიგნებიც დაათვალიერებინა და შესთავაზა მათაც მიეღოთ მონაწილეობა, ზღაპრების წაკითხვის შემდეგ პრეზენტაციის მოწყობაც შესთავაზა ბიბლიოთეკაში.
„დაგველოდეთ, მათი შემოქმედებითი პროდუქტებით მალე დაგიბრუნდებით“,- დაანონსეს სკოლაში და მოსწავლეების მრავალეროვანი ნამუშევრების გაზიარებას შეგვპირდნენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
გალაკტიონს მცირე ხელფასი ჰქონდა, ისევე, როგორც ყველა მის კოლეგას...
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე