მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები სწავლობენ, რომელთა შემოქმედებითი შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ.
ამ მიზნით, ისინი სხვადასხვა აქტივობის ინიციატორები არიან. ახლახან, IIა კლასში VIIIა კლასის მოსწავლემ, მევიოლონე საბა მაკარაძემ მასტერკლასი ჩაატარა.
საბამ მოსწავლეებს თავისი ცოდნა გაუზიარა და საშემსრულებლო ოსტატობა უჩვენა. მოსწავლეებმა მოისმინეს ინსტრუმენტის ჟღერადობა, განასხვავეს ერთმანეთისგან ბგერის სიმაღლე, ტემბრი. შეისწავლეს სიმების სახელწოდებები: სოლ, რე, ლა, მი.
აქტივობა პედაგოგ ია გოგუას ხელმძღვანელობით გაიმართა.
„მოსწავლეები გაკვეთილის მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთნენ და თავადაც ეცადნენ, რომ ინსტრუმენტს დახელოვნებოდნენ. მადლობა საბას საინტერესო მასტერკლასისთვის“,- წერს მუსიკის მასწავლებელი და კლასის ხელმძღვანელი: ია გოგუა.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა დედებს სიმღერები მიუძღვნეს და 3 მარტი აღნიშნეს
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება