სიახლეები
სკოლები

ღრელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემა - „ტოლერანტობა“ საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს
14-11-2024
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის პედაგოგები განათლებული და ღირსეული ახალი თაობის აღზრდაზე ზრუნავენ. 

ამჯერად, დაწყებითი კლასის მასწავლებლის - მანანა ზაზაძის ხელმძღვანელობით, გასვლითი გაკვეთილი, 1-ელი - მე-4 კლასიების მოსწავლეების მონაწილეობით, მოეწყო. მისი თემა ტოლერანტობა გახლდათ. 

გაკვეთილის მიზანი რაბათის ციხის კომპლექსის სხვადასხვა სალოცავების მონახულება იყო. მოსწავლეებმა საინტერესო და საჭირო ინფორმაცია გაიგეს, დასვეს კითხვები და ამომწურავი პასუხები მიიღეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, გასვლითი გაკვეთილი ნაყოფიერი, სასარგებლო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

აღსანიშნავია, რომ თემასთან დაკავშირებით, ისტ-ის გაკვეთილზე მე-6 კლასის მოსწავლეებმა სლაიდები შექმნეს. მათ პედაგოგი ნინო ბერძენიშვილი ხელმძღვანელობდათ. 

„ტოლერანტობის სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სასწავლო საფეხურზე, რათა სასკოლო ცხოვრება უფრო მშვიდობიანი გახდეს.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი სკოლის დირექტორს ქალბატონ - ნინო შველიძეს, მხარდაჭერისთვის. ძალიან დიდი მადლობა მე-4 კლასის დამრიგებელს - თამარ ნებაძეს, გვერდში დგომისთვის. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი საყვარელი მოსწავლეების საუკეთესო მშობლებს, აქტიურობისთვის და ჩართულობისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა დედებს სიმღერები მიუძღვნეს და 3 მარტი აღნიშნეს

ბურნაშეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონსიძიება სხვადასხვა ენებზე ჩაატარეს

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება