მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, V-VI-VIII კლასების მონაწილეობით ღონისძიება სახელწოდებით - „ვინ უკეთ იცნობს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებას?“ ჩატარდა.
აღნიშნული ღონისძიება, რომელიც წარდგენილი იყო ვიქტორინის ფორმატში, მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ნინო დურგლიშვილის ორგანიზებით გაიმართა.
მოსწავლეებმა მწერლის „ერის მამის“ ცხოვრებიდან საინტერესო ფაქტები მოიძიეს და ცოდნა გაიღრმავეს.
„მონაწილეებმა თავიანთი ცოდნა გამოავლინეს ილიას ლექსებისა და აფორიზმების დასწავლითაც“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ეს დღე საინტერესო, ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეთათვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა დედებს სიმღერები მიუძღვნეს და 3 მარტი აღნიშნეს
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
პედაგოგმა სპეცმასწავლებლის კომპეტენცია დაადასტურა
მოსწავლეებმა დედებსა და მასწავლებლებს სიყვარული და პატივისცემა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით დაუდასტურეს