სიახლეები
პიროვნება

„ყოველდღიურ მოტივაციას მოსწავლეები მაძლევენ“ - ნაოხრების საჯარო სკოლის მასწავლებელი სოფია ქოსიანი
14-11-2024
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაოხრების საჯარო სკოლის მასწავლებელი სოფია ქოსიანი მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გუნდურობა და თანამშრომლობა, რასაც მოსწავლეებთან ურთიერთობისას ითვალისწინებს. ბავშვებისთვის საჭირო რჩევა-დარიგებებს არასდროს იშურებს, რასაც ბავშვები ყოველთვის ყურს უგდებენ.

etaloni.ge-ის ბლიც-კითხვებს პედაგოგი სოფია ქოსიანი პასუხობს:

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- კარგ ურთიერთობას ერთმანეთის მიმართ, პატივისცემას, სწავლების და ასწავლის მოტივაციას.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- პატივისცემა და თანამშრომლობა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 
- იციან ნამდვილი მეგობრობა და არიან გამორჩეულები.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- გუნდურობას და თანამშრომლობას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- მოსწავლეები.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 
- სათავგადასავლო ლიტერატურა და სომხური ნაწარმოებიდან უფროსკლასელებისთვის -  „ბოლო მასწავლებელი“.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- ჩემს დროს არ ტარდებოდა ღონისძიებები.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება