სიახლეები
სკოლები

ბალდის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავი შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა 
14-11-2024
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლაში, მკითხველთა კლუბის წევრების მონაწილეობით ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიება გაიხსნა მწერლის ლექსზე შექმნილი სიმღერით, რომელიც ერთ დროს საქართველოს ჰიმნიც იყო: „ჩემო კარგო ქვეყანავ!“.

ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობით: მოსწავლეებმა წაიკითხეს ილიას ბიოგრაფია, სკოლაში ჩატარდა ვიქტორინა: „ვინ უკეთ იცნობს ილიას?“ მოსწავლეები გაეცნენ ილიას ბრძნულ გამონათქვამებს და ბოლოს ნახეს ვიდეო კოლაჟი: „რატომ მოკლეს ილია?“.

მოსწავლეებმა ასევე, მხატვრულად წაიკითხეს მწერლის ლექსები, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ეს დღე ძალიან შთამბეჭდავი და ემოციური იყო.

იხილეთ ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება