სიახლეები
სიახლეები

მოთხრობა, რომლის წაკითხვასაც დირექტორთა უმრავლესობა მოსწავლეებს ურჩევს - etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუებით შედგენილი ინტერაქტივი
14-11-2024
-
+


ბოლო დღეების განმავლობაში etaloni.ge სკოლის დირექტორებისა და პედაგოგების ბლიც ინტერვიუებს სთავაზობს მკითხველს, სადაც ერთ-ერთი კითხვაა - რომელი წიგნის წაკითხვას ურჩევენ მოსწავლეებს.

პასუხებმა, რომლებიც საკმაოდ საინტერესო, მრავალფეროვანი და მრავალმხრივი აღმოჩნდა, გაგვახსენა არაერთი, ცოტა მივიწყებული ნაწარმოებიც კი, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენელთა რჩევები გამომდინარეობდა მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესებიდან - ბლიც-ინტერვიუში თითოეული რესპონდენტი ცდილობდა, შეეთავაზებინა ისეთი ნაწარმოები, რომელიც მაღალი ღირებულებების მატარებელია. 

ჩვენ კი გადავწყვიტეთ, ერთგვარი რეიტინგი შეგვედგინა - თუ რომელი მწერალი ან ნაწარმოები მიაჩნიათ პრიორიტეტულად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ლიდერებს, მასწავლებლებს მათი საყვარელი მოსწავლეებისთვის და ყველაზე ხშირად რის წაკითხვას ურჩევენ მათ.

მაშ ასე, დირექტორთა და პედაგოგთა ბლიც ინტერვიუებით შედგენილ ვირტუალურ ბიბლიოთეკაშია მე-5 ადგილს იკავებს ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“, მე-4 ადგილზე კი მარკ ტვენის „ტომ სოიერი“ გახლავთ.

სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს არც ვაჟა-ფშაველა გამორჩენიათ და „კლდემ მხოლოდ ერთხელ სთქვა“, მე-3 ადგილს იკავებს თაროზე. მეორე ადგილზე კი ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიაა“.

რაც შეეხება დირექტორ-მასწავლებელთა საყვარელ მწერალს, ეს ნოდარ დუმბაძე გახლავთ, რომლის შემოქმედების გაცნობას ყოველ მოსწავლეს ურჩევენ, მათ შორის კი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მოთხრობას - Hellados.

და მაინც - რა უნდა წაიკითხონ ბავშვებმა ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით? - ამ კითხვას საუკეთესოდ პასუხობს izrune.ge-ს მიერ შემოთავაზებული ჩამონათვალი, რომელსაც ქმნის ფსიქოლოგების, პედაგოგებისა და სხვა კომპეტენტური პირებისგან შედგენილი გუნდი.

izrune.ge-არის ტესტირების ინოვაციური პლატფორმა, რომელიც მოსწავლეებს სთავაზობს თემატური ტესტების და ოლიმპიადების სისტემურ გავლას, მათ შორისაა წიგნიერების ტესტი.

izrune.ge-მ უკვე დაამტკიცა, რომ ორიენტირებულია მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე და ისიც ფაქტია, რომ ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით შედგენილი „ბიბლიოთეკა“ პატარებს თვალსაწიერის გაფართოებაში ეხმარება. 

გაეცანით izrune.ge-ს მიერ შედგენილ წასაკითი წიგნების სიას ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით: https://www.izrune.ge/?id=1847



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება