მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.
ახლახან, პროექტის - „ხის სიმაღლე ფესვებიდან იზომება“ ფარგლებში, მე-8 კლასის მოსწავლეები ფუძნარის მამათა მონასტერში იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, ისინი ზარიძეების საჯარო სკოლას ესტუმრნენ, მოინახულეს საქართველოს ეროვნული გმირის - ზურაბ იარაჯულის მემორიალური კუთხე და ადგილზე სიტყვით გამოვიდნენ.
პროექტის მიზანი, თიანეთის ისტორიული წარსულის შემეცნებასთან ერთად, მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების გაღრმავება იყო.
„ამ პროექტს დიდი ინტერესით და პასუხისმგებლობით მოეკიდნე ბავშვები, რასაც მოწმობს მათი აქტიურობა და ჩართულობა პროექტში.სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის პროექტის ხელმძღვანელს, ამავე სკოლის ისტორიის პედაგოგს - ვალერი ჩიტაურს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც