სიახლეები
სკოლები

მუხურის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა „ჰელოუინის“ დღესასწაულის ისტორია და ტრადიციები საინტერესო პრეზენტაციით გააცნეს
15-11-2024
-
+


ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები და ღონისძიებები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში, სამოქალაქო განათლების კლუბმა პროექტი „Halloween-ჰელოუინი“ განახორციელა.

კლუბის წევრებმა ცნობიერების ამაღლების მიზნით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია, სადაც „ჰელოუინის“ ზოგად მნიშვნელობასა და ტრადიციებს შეეხნენ.

პრეზენტაციის შემდეგ, კლუბის წევრების დახმარებით, უმცროსკლასელებმა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს და თემატური დეკორაციები დაამზადეს.

„დღის ბოლოს, კლუბის წევრებმა პატარებს უსაფრთხო, წყლის ბაზაზე დამზადებული საღებავებით, ხელებზე დაახატეს სასურველი გამოსახულებები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დღე ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო აღმოჩნდა როგორც დამსწრეთათვის, ისე კლუბის წევრებისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება