მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„განვთვითეულდით და თვითეულის ზურგმა ვეღარ აზიდა ის დიდი აზრი მამულისა, რომელიც ყველასთვის ადვილად საზიდია, თვითეულობით ტვინი ამოშრა, შევიწროვდა მაგ სიტყვის დიდი მნიშვნელობა“- ეს სიტყვები დიდ ილიას ეკუთვნის, რომლის უკვდავი სული მუდამ ჩვენთანაა“,- აღნიშნავენ ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში, იზიარებენ ერის მამად წოდებული დიდი ქართველი მწერლის იდეალებსა და ღირებულებებს და მოსწავლეებსაც ილიას სიტყვებით მოძღვრავენ, აფრთხილებენ, ჩააფიქრებენ.
„ყოველი 8 ნოემბერი - დიდი ილიას დაბადების დღეს ერის გამოფხიზლებაა, მისდამი ღირსეული პატივის მიგება მოწიწების გამოხატვაა“,- დასძენენ სკოლაში.
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის დირექციამ, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებმა - დოდო ქათამაძემ, ცირა კუბლაშვილმა, ნანა ჭანტურიამ, ნანა ამბროლაძემ, ისტორიის პედაგოგმა - ნანა მაისურაძემ მოსწავლეებთან ერთად მრავალი საინტერესო აქტივობა ჩაატარეს.
ჩატარდა კლასის საათები (V-IX კლასებში).
პრეზენტაციები - „დიდი ილია“ (VIIბ, VIIIბ, IXა, XI კლასები (ცირა კუბლაშვილი, დოდო ქათამაძე). მოეწყო საიუბილეო გაზეთების გამოფენა (მასწავლებელი - ცირა კუბლაშვილი).
მოსწავლეებმა იხილეს დიდი ილიასადმი მიძღვნილი ფილმი - „რამდენიმე სურათი ილიას ცხოვრებიდან“. ჩატარდა კონკურსი მხატვრული კითხვაში - „ვკითხულობთ ილიას“ ( V-IX კლასები).
VIIა კლასში ჩატარდა კლასის საათი - „დიდი ილია“ (დამრიგებელი - ლოლა ტოფაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი - ნანა ამბროლაძე).
„ჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებაა, მისი გამჯობინება ჩვენი პირველი და უკანასკნელი სურვილია“,- გვმოძღვრავდა დიდი ილია. დაე, ჩვენი სურვილიც ეს იყოს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მომავალ თაობას დიდი ილიას ღირებულებებზე ზრდიან.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს