მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო აქტივობებში დიდი მონდომებით ერთვებიან.
ახლახან, მე-2 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას პროექტი - „გავიცნოთ ილია ჭავჭავაძის შემოქმედება“ წარუდგინეს. მათ აქტივობები დამრიგებლის - მარიკა ფიცხელაურის ხელმძღვანელობით განახორციელს.
მოსწავლეებმა ბიოგრაფიული ცნობები, ლექსები და ავტორის წერილებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს.
ასევე, ილია ჭავჭავაძის შესახებ სხვა საზოგადო მოღვაწეების შეფასებები წაიკითხეს. თქვეს, თუ როგორ ახასიათებდნენ და როგორ იცნობდნენ მას. ისაუბრეს ილიას მძიმე ცხოვრების შესახებ და დასასრულს კი, კედლის გაზეთი გააკეთეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება
საქართველო ENQA-ის წევრობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ცენტრს ხარვეზების გამოსასწორებლად 2 წლიანი ვადა აქვს
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ