მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლისა და მასთან შერწყმული სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა დაიწყეს.
ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელმა - ირმა მახარაძემ, ანბანის შემობრძანებასთან დაკავშირებით, საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარა. ის მრავალფეროვანი შემეცნებითი აქტივობებით იყო დატვირთული.
ყველასთვის მოულოდნელად, პატარებს სასაჩუქრე ყუთიდან სტუმრად მოსული, ლამაზად მორთული „აი ია" მიესალმა, რომლებმაც მოსწავლეებს ცოდნის სამყაროსკენ სავალი გზა დაულოცა. გაკვეთილზე მოსწავლეებმა წინასაანბანო პერიოდში შესწავლილი ლექსები, ანდაზები, გამონათქვამები წაიკითხეს.
პატარებმა პირველი ხელნაწერი შეასრულეს, იისფერ ბუშტებს კი უამრავი კეთილი სურვილი ჩაუთქვეს და ზეცაში გაუშვეს.
შერწყმულ სკოლაშიც ასეთივე განწყობა იყო. პატარებს ანბანის ჯადოსნურ სამყაროში პირველი კლასის მასწავლებელი მანანა ბარამიძე შეუძღვათ. აღსანიშნავია, რომ კლასი თემატურად იყო მორთული, რამაც მოსწავლეთა განწყობა მეტად აამაღლა.
პატარებმა წინასაანბანო პერიოდი სახალისო აქტივობებით შეაჯამეს. მათ „ანბანეთიდან” სტუმარი ეწვიათ, რომელმაც ბავშვებს საჩუქრად ქართული ანბანი და ია მიუტანა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს