სიახლეები
სკოლები

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს თანამშრომლობით ურთიერთობას“ - თამილა გელაშვილი, სართიჭალის N3 საჯარო სკოლის დირექტორი
15-11-2024
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოების განვითარებასა და თანამშრომლობითი გარემოს ჩამოყალიბებაზე მისი ხელმძღვანელი, დირექტორი - თამილა გელაშვილი აქტიურად ზრუნავს. 

მისი თაოსნობით, სკოლას არაერთი წარმატებისთვის მიუღწევია. დირექტორი სკოლაში პოზიტიურ სასკოლო გარემოს ქმნის, რაც ნიშნავს, რომ მოსავლეები ენდობიან მასწავლებლებს, არ ეშინიათ კითხვების დასმის და მზად არიან მიიღონ გამოწვევები.

ამ და სხვა საინტერესო საკითზებზე სკოლის დირექტორმა etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა. 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- გვქონდეს პოზიტიური ურთიერთობა - მოსწავლეებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან. მოსწავლეები თავს გრძნობდნენ უსაფრთხოდ, ენდობოდნენ სასკოლო საზოგადოების წევრებს, არ ეშინოდეთ კითხვების დასმის და მზად იყვნენ მიიღონ გამოწვევები.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ნდობა, რომელიც განვითარებისა და სწავლის ადრეულ ეტაპზე ყალიბდება მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის. მხოლოდ ამ საიმედო გარემოში შეუძლია ბავშვს თამაში, სწავლა და შემეცნება.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- ისინი არიან მეგობრულები, აქტიურები და მთლიანად ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში. მათი უკეთესი მომავლისკენ სწრაფვა, ჩვენი სკოლის დიდი წარმატების საწინდარია.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- თანამშრომლობით ურთიერთობას, წარმატებულ მოსწავლეს, მასწავლებელს და მადლიერებით აღსავსე მშობელს.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- სკოლაში პოზიტიური გარემოს შექმნა, მოსწავლეებისათვის ყოველდღიურად საინტერესო გამოწვევების მიწოდება.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- ყველას ვურჩევდი წაიკითხონ ლინდა მალალი ჰანთის - „თევზი ხეზე“, კონსტანტინე გამსახურდიას - „დიდოსტატის მარჯვენა“.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- განსაკუთრებით მახარებდა გაზაფხულთან და ახალ წელთან დაკავშირებული ღონისძიებები.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განათლების ყოფილი მინისტრი კონსულტანტად IBSU-ში დაინიშნა

რამდენი საათი უნდა იმუშაონ ბაღის აღმზრდელებმა - დოკუმენტი

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევი აღმოჩნდა

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება