სიახლეები
სკოლები

როგორ მივაღწიოთ წარმატებას - ეშტიის N1 სკოლის მოსწავლის რჩევები
02-12-2016
-
+


''მოსწავლის წარმატება, არის ჩვენი სკოლის წარმატებაც''                                                                                                                       ეშტიის N1სკოლის დირექტორი ბ. ჰოვსეფიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრომ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, წელს 2470 წარმატებული მოსწავლე დააჯილდოვა.  
 
სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, პერსონალური კომპიუტერები 79 მეათე კლასელს გადასცეს. მათ შორის იყო ეშტიის N1 სკოლის  მოსწავლე, ნიურა ანტონიანი. 

ნიურა მეათე კლასში სწავლობს და უნდა გახდეს ქიმიკოსი. პერსონალური კომპიუტრის მიღება იყო დიდი წარმატება და დახმარება  ნიურასთვის. როგორც თვითონ ამბობს, აქამადე არ ჰქონდა ინდივიდუალური კომპიუტერი: 
 
"სახლში არსებული კომპურეტიც კი იყო მთელი ოჯახისთვის, როგობით ვიყენებთით მე და ჩემი მეექვსე კლასელი და. ახალ მაქვს ჩემი ინდივიდუალური კომპიუტერი, რომელიც შემიძლია გამოვიყენო, როცა მჭირდება."  
 
ნიურა, ამ ფაქტის შემდეგ რა შეიცვალა შენს ცოხვრებაში?  
 
ეს იყო ჩემთვის დიდი ბედნიერება. ვიცოდი, რომ არსებობს ასეთი პროგრამა და მეათეკლასელები აჯილდოვდებიან კომპიუტერებით, მაგრამ არასდროს არ მეგონა რომ მეც მივიღებდი ასეთ საჩუქარს, რასაც,  ვიცი რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვლება ჩემს ცხოვრებაში.  
 
ნიურა, რამდენად გეხმარება კომპიუტერი სწავლაში ან საერთოდ პიროვნულ განვითრებაში?

კომპიუტერი ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის. 21-ე საუკუნეში კომპიურის გარეშე შეუძლებელია. დარწმუნებული ვარ ძალიან დამეხმარება ცხოვრბაში.  
 
არსებობს მოსაზრება, რომ კომპიუტერი ხელს უშლის სწავლაში, შენ რას ფიქრობ?   
 
რა თქმა უნდა, ინტერნეტი დიდი სივრცეა და ყურადღება შეიძლება ადვილად გაგეფანტოს. მე შემიძლია ვთქვა, ჩემი მაგალითი. როცა ვჯდები კომპიუტერთან და ვიცი, რომ საქმე მაქვს გასაკეთებელი, მე აუცილებლად ვაკეთებ იმ საქმეს. პირიქით, ძალიან მეხმარება კომპიუტერი ცოდნის მიღებაში.  
 
შენი რჩევა სხვა მოსწავლეებს, როგორ მიაღწიონ წარმატებას?   
 
წარმატების მიღწევისათვის უპირველესი ფაქტორია, ჩემი აზრით, შრომისმოყვარეობა. მაგრამ, მე მარტო ვერ მივაღწევდი ამ წარმატებას, რომ არ ყოფილიყო ჩემი ოჯახი, რომელიც ყოველთვის მეხმარება, ასევე დიდია ჩემი მასწავლებლების როლი, რომლებიც არიან პროფესიონალები თავინათ საქმეში და ჩემი წარმატება არის სწორედ მათი შრომის შედეგი. 
ბოლოს მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომ ყურადღების მიღმა არ ტოვებენ მასწავლებლებისა და მოსწავლეების შრომას. ზუსტად  ვიცი, კომპუტერის ქონა ოცნებაა ბევრისთვის, ამიტომ თამამად ვეტყვი, ეს პროგრამა დიდ სტიმულს აძლევს ყველა მოსწავლეს და ზრდის მოტივაციას სწავლისადმი.  



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

KIU-ში ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლის 2024 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ფესტივალში მონაწილეობდა  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის წარმომადგენლები:  მარინა მამალაძე, ნინო ბერძენიშვილი და ნანა ჩხიკვაძე 

მასწავლებლებს ვადა 3 ოქტომბრამდე აქვთ - ვის შეუძლია განაცხადის წარდგენა

სარეკომენდაციო ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაწერილია, თუ რამდენ წუთს უნდა გაგრძელდეს გაკვეთილი მოსწავლეთა ასაკის შესაბამისად


პიროვნება
როგორც პედაგოგი etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ერთი წუთითაც კი არ უფიქრია, რომ რჩეულ ათეულში მოხვდებოდა
სკოლები
ჩატარებული ღონისძიების მიზანია მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია

თვალებციმციმა და სკოლას მონატრებული მოსწავლეები დირექციამ და პედაგოგებმა დიდი სიყვარულითა და სიხარულით მიიღეს

დირეტორმა - ქეთევან მურცხვალაძემ და პედაგოგებმა მოსწაბლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე იზრუნეს
საინტერესო

მოსწავლეებს სწავლის დაწყება ახარებთ, მაგრამ, ამავდროულად, არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ სკოლაში სიარული არ მონატრებია


სიახლეები
საზოგადოება