სიახლეები
სკოლები

„სკოლაში არსებული ღირებულებები, სტანდარტები და ზოგადი პრაქტიკა ქმნის ეფექტურ და პოზიტიურ სასწავლო გარემოს“-როზა ერისთავი, სალომინაოს სკოლის დირექტორი
15-11-2024
-
+


აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალომინაოს საჯარო სკოლის დირექტორი როზა ერისთავი ღირსეულად და დიდი წარმატებით უძღვება. 

ის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის პოზიტიური სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებაზე ზრუნავს. დირექტორის ხელმძღვანელობით, მათ არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ. 

ახარებს, რომ მისი მოსწავლეები არიან ტოლერანტები, მოტივირებულები და აქვთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.

სხვადასხვა სასკოლო საკითხთან დაკავშირებით, მან etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა. 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს... 

- სკოლაში არსებული ნორმები, ღირებულებები, სტანდარტები და ზოგადი პრაქტიკა ქმნის ეფექტურ და პოზიტიურ სასწავლო გარემოს, სადაც ყველას შეუძლია საკუთარი პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზება. პოზიტიური სასკოლო გარემოა, როდესაც სასწავლო პროცესი ეფუძნება მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებისა და სკოლისადმი პოზიტიური დამოკიდებულებების ჩამოყალიბების პრინციპებს. 

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ურთიერთპატივისცემა და მხარდაჭერა, ნდობასა და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების  ჩამოყალიბება, როდესაც მოსწავლეები ფიქრობენ, რომ: „მასწავლებლების უმრავლესობა ფიქრობს ჩემზე. ისინი მე არა მხოლოდ იმ საგნებში მეხმარებიან, რომელსაც მასწავლიან, არამედ სხვა საგნებში და პიროვნულ საკითხებშიც კი“.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- თითოეულ მათგანს გაცნობიერებული და აღიარებული აქვთ საკუთარი პასუხისმგებლობა  და როლი პიროვნულ წარმატებასა და წარუმატებლობაში. ჩემი სკოლის მოსწავლეები არიან ტოლერანტები, მოტივირებულები და აქვთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს... 

- როცა ყოველდღიური პრაქტიკა ცხადყოფს,რომ თითოეული თანამშრომელი ზრუნავს თითოეული მოსწავლის კეთილდღეობასა და აკადემიურ წარმატებაზე და მაქსიმალურად იყენებს საკუთარ შესაძლებლობებს ამისათვის. თანამშრომლობითი კულტურა, გუნდური მუშაობა არის ჩვენი სკოლის სიძლიერე, რაც აიოლებს გამოწვევებთან გამკლავებას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა... 

- მოსწავლეების სიყვარული, მათი წარმატებული და გამარჯვებული სახეების დანახვა. ვცდილობ, მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული იყოს სასკოლო გარემო.  შევთავაზო ისეთი ინოვაციური პროექტები, რაც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის სწავლის პროცესს.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- ჩემი აზრით, მთავარია ასაკობრივად შერჩეული ნაწარმოები ბავშვს აძლევდეს სულიერ საზრდოს და მიჰყავდეს იმ ღირებულებებისაკენ, რომელიც ხელს შეუწყობს დემოკრატიული ტრადიციების ჩამოყალიბებას, ქვეყნის, ოჯახის სიყვარულისა და ერთგულების გრძნობის გაღვივებას და განვითარებას.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა... 

- მოსწავლეობისას ძალიან მომწონდა აკადემიური ღონისძიებები. განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ეძღვნებოდა ჩემი მუნიციპალიტერის გენიალური პოეტის - გალაქტიონ ტაბიძის შემოქმედებას. ყოველთვის ვირგებდი წამყვანის როლს და მიყვარდა ლექსების წაკითხვა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განათლების ყოფილი მინისტრი კონსულტანტად IBSU-ში დაინიშნა

რამდენი საათი უნდა იმუშაონ ბაღის აღმზრდელებმა - დოკუმენტი

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევი აღმოჩნდა

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება
Loading...