სიახლეები
სკოლები

ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო აქტივობების სერია ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში
15-11-2024
-
+


8 ნოემბერი დიდი ქართველი მწერლის, პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში მწერლის საიუბილეო კვირეული გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები. 

კვირეული 4 ნოემბერს გაიხსნა პრეზენტაციით, რომლის თემაც ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და მოღვაწეობა გახლდათ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაციის ფარგლებში მოსწავლე-მასწავლებლებმა გააცოცხლეს დიდი მწერლისა და პუბლიცისტის ბიოგრაფიული სურათი დაბადებიდან გარდაცვალებამდე. 

ასევე მწერლის ცხოვრებიდან გაიხსენეს ისეთი მნიშვნელოვანი ეტაპები, როგორებიცაა - ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის როლი და მნიშვნელობა იმდროინდელ საზოგადოებაში, თაობათა შორის ბრძოლა, ენის რეფორმა, წერა-კითხვის საზოგადოების დაარსება, სათავადაზნაურო ბანკის დაარსება, პუბლიცისტური მოღვაწეობა, ხალხური სიტყვიერების შეგროვებისა და ჩაწერის საქმეში ილიას აქტიური როლი და ა. შ.

5-6-7 ნოემბერს კი ილია ჭავჭავაძის მოთხრობების მიხედვით შექმნილი მხატვრული ფილმების ჩვენება მოეწყო. მოსწავლეებს წარედგინათ შემდეგი ფილმები: 1. „ოთარაანთ ქვრივი“; 2. „კაცია-ადამიანი“; 3. „გლახის ნაამბობი“.

ფილმების ჩვენებამდე მოსწავლეებს პედაგოგებმა მიაწოდეს ინფორმაცია ნაწარმოებებში წამოჭრილი პრობლემებისა და მათ მიმართ ილიას დამოკიდებულების შესახებ.

„ვისაუბრეთ ფილმების შექმნის ისტორიაზე, ეროვნულ პრობლემატიკასა და იმდროინდელი სოციალური უთანასწორობის შესახებ.

8 ნოემბერს მოსწავლეებს შევთავაზეთ ოთარ აბაშიძის სახელობის ხარაგაულის სახალხო თეატრის მიერ დადგმული სპექტაკლი - „მარად უკვდავი თანმდევი სული“, რომლის რეჟისორიც გახლავთ ირინე ჩხეიძე. სპექტაკლმა სრულად წარმოაჩინა ილიას შემოქმედების არსებითი ასპექტები. მოსწავლეებისათვის უფრო თვალსაჩინო გახდა ილიას როლი და მისია ქართველი ერის ისტორიაში“,- გვიყვებიან სკოლაში და ღონისძიებებში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა ახარებთ. 



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

3 აკრძალვა აპლიკანტებისთვის - NAEC დეტალებზე

მაღალმთიანეთის სკოლებში მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსების ოდენობები ცნობილია

2025 წლის პირველ სხდომაზე საბჭო სკოლების ავტორიზაციისა და მონიტორინგის შედეგებს განიხილავს

 NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის


პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

ტყიბულის N1 საჯარო სკოლა გიზო ძაგნიძეს ულოცავს ამ დიდ გამარჯვებას და სამომავლოდ წარმატებას უსურვებს, ამაყობს მისი მონდომებითა და მიღწევით 

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება