მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დიდი ქართველი მწერლის, პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე სკოლებში განსაკუთრებულად აღინიშნა.
ღონისძიებების გამართვის იდეას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლა დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა.
წელს, სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების ჩართულობით, გაიმართა ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმის ჩვენება.
ღონისძიების დასაწყისისთვის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის ისტორია, შემდეგ კი ნახეს ფილმი - „ოთარაანთ ქვრივი“.
ფილმის სიუჟეტებიდან გამომდინარე მოსწავლეებს ძალიან ემოციური შთაბეჭდილებები დარჩათ და საბოლოო განხილვის დროსაც კარგად წარმოაჩინეს ნანახი ფილმის შინაარსობრივი მხარე.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კინოჩვენების მიზანი იყო მოსწავლეებს საშულება ჰქონოდათ გაცნობოდნენ ილია ჭავჭავაძის მათთვის ნაკლებადცნობილ ნაწარმოებებს, ილიას მრავალმხრივ ნიჭსა და გონიერებას, რომელიც ყველა სფეროს და ადამიანურ თვისებებს მოიცავს.
8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის დაბადებიან 187 წელი გავიდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლებაში ხელფასი 252 ლარით გაიზარდა - დეტალური ინფორმაცია
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
მოსწავლეებმა წარმოადგინეს მხატვრის ბიოგრაფია, ისაუბრეს მისი შემოქმედების თავისებურებაზე
მოსწავლეებმა ლექსებით მიულოცეს დამსწრე საზოგადოებას 3 და 8 მარტი