მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის მიზნით არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლაში, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა დამსწრე აუდიტორიას წარუდგინეს პრეზენტაცია სახელწოდებით - „ილია ჭავჭავაძე-ერის მამა“.
„მათ ასევე, ისაუბრეს მწერლის ღვაწლსა და დამსახურებაზე ჩვენი ქვეყნისა და ერის წინაშე“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეებმა განიხილეს რამდენიმე ნაწარმოები: „ოთარაანთ ქვრივი“, „ლუარსაბ თათქარიძე“, „განდეგილი“. ბავშვებმა იმსჯელეს მათში წამოჭრილ პრობლემებსა და მათ აქტუალობაზე თანამედროვე ცხოვრებაში.
„მათ ასევე წაიკითხეს ილიას უკვდავი ლექსები, რომლებიც ყოველთვის აღაფრთოვანებს და აფიქრებს მსმენელს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ეს დღე ემოციური და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.