სიახლეები
სკოლები

„რა შეუძლიათ ლექსებს? - კისისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე პოეტს უმასპინძლეს
18-11-2024
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივი განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, ასეთი საინტერესო ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ჩატარებული აქტივობა იყო.

მე-5 და მე-7 კლასების მოსწავლეებმა, მასწავლებლის - ციცინო ლაფაურის ხელმძღვანელობით, ილია ჭავჭავაძის დაბადების 187-ე წლისთავი საინტერესო შემაჯამებელი გაკვეთილით -  „რა შეუძლიათ ლექსებს?“ აღნიშნეს. 

გაკვეთილზე მიწვეული იყო პოეტი-მარიამ კოზმანიშვილი. მოსწავლეებმა წარადგინეს პოეტის შემოქმედება, წაიკითხეს მისი ლექსები, აიღეს ინტერვიუ, დასვეს საინტერესო კითხვები, ასევე, წაიკითხეს საკუთარი ლექსები და გამოხატეს თავიანთი ემოციები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან მოსწავლეების გამოხატულ სითბოზე მარიამ კოზმანიშვილმა ემოციური უკუკავშირით უპასუხა.

„ბედნიერება წვრილმანებშია“ ეს კი სულაც არაა წვრილმანი ემოცია. ბავშვის თვალი საუკეთესოდ ხედავს. გული უფრო მეტად გრძნობს. მათი შეგრძნებები ყველაფერზე მეტად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მან.

მოსწავლეებსა და პედაგოგს სტუმარი აღნიშნული დღისთვის მადლობას უხდის.

„გულითადი მადლობა, კისისხევის საჯარო სკოლის V-VII კლასის მოსწავლეებს, გამაოგნებელი სითბოსთვის და გულწრფელობისთვის!

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ციცინო ლაფაურს, პედკოლექტივს და მოსწავლეთა მშობლებს!“, - ამბობს პოეტი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

განათლებაში ხელფასი 252 ლარით გაიზარდა - დეტალური ინფორმაცია

აბიტურიენტების საყურადღებოდ - NAEC შეხვედრას ჩაატარებს

განათლების ყოფილი მინისტრი კონსულტანტად IBSU-ში დაინიშნა

სემესტრული ქულების მნიშვნელობა - რაზე აისახება აკადემიური მოსწრება - ბიუჯეტი

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი, ქეთევან ჩიქვანაია

ღონისძიებაში  მე-2, მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ

„კიდევ ერთხელ შევახსენეთ საკუთარ თავს, რომ ლადო ასათიანის მშობლიური კუთხის შვილობა თუ მისი სახელობის ბარდნალის სკოლის მოსწავლეობა ბევრს გვავალებს“

შეხვედრას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ნანა წაქაძე, ნათელა ირემაძე

მოსწავლეები აქტივობებს შემოქმედებითად მიუდგნენ და საინტერესო ნამუშევრები შემნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება