TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიებები ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში  
18-11-2024
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით.  რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ილია ჭავჭავაძის დაბედების 187-ე წლისთავი. 

8 ნოემბერი დიდი ქართველი მწერლის, პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის - ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. ამ გამორჩეულ თარიღს სკოლაში მიეძღვნა ღონისძიება - „ილიას პოეზიის დღე“, რომელშიც მე-5- დან - მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები გულწრფელი ემოციით კითხულობდნენ ილიას ლექსებს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოდ მოსასმენი იყო.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, ქართული ლიტერატურის მასწავლებელის - ნინო ბენდელიანისა და მე-5 (დამრიგებელი გიორგი ბრეგაძე), და მე-11 (დამრიგებელი ნინო ბენდელიანი) კლასების მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი პროექტი - „ილია თანამედროვეთა მოგონებებით“, რომლის მონაწილეთა დეკლამაციის ნიჭს ჟიური აფასებდა.

გამარჯვებული მოსწავლეებს გადაეცემათ სიგელები. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება