TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

თბილისის N142 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლის - ნიკოლოზ მუხიგულაშვილის სპორტული წარმატება
18-11-2024
-
+


თბილისის N142 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატებებს ყოველთვის აღნიშნავენ და მხარს უჭერენ.

ამჯერად, სკოლა X კლასის მოსწავლის - ნიკოლოზ მუხიგულაშვილის სპორტულ მიღწევას გვიზიარებს.

აღსანიშნავია, რომ თემქის საცურაო აუზზე გაიმართა სპორტული შეჯიბრი ცურვის სახეობა „ბატერფლაიში“ 50მ  და 100მ დისტანციაზე, სადაც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები. 

აღნიშნულ შეჯიბრებაში ნიკოლოზ მუხიგულაშვილი მე-3 საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ნიკოლოზ მუხიგულაშვილი საქართველოს ჩემპიონი და I საპრიზო ადგილის მფლობელია შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში ცურვის სახეობა „ბატერფლაიში“. 

სასკოლო საზოგადოება მას წარმატებებს უსურვებს.

„პროექტი მასობრივი სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობას ემსახურება და გულისხმობს სასკოლო, საუნივერსიტეტო და სამოყვარულო სპორტული ღონისძიებების თანამედროვე სტანდარტების სისტემის ჩამოყალიბებას.

სასკოლო შეჯიბრი ლიგისა და ფლეიოფის გაერთიანებული სისტემით, ორგანიზებაში ინოვაციური მეთოდების დანერგვით და ელექტრონული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით განხორციელდა“, - გვეუბნებიან სკოლაში.

სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება