მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები, რომლებიც სკოლაში იმართება.
ამჯერად, სკოლის მე-2 გ კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ეკატერინე იაშვილის ხელმძღვანელობით გადაწყვიტეს ნივთების საკუთარი ხელით დამზადება.
„ჩვენ გარშემო უამრავი ნივთია, მათ ყოველდღიურად ვიყენებთ.
ბავშვებმა უკვე იციან, რომ თიხა უძველესი დროიდან გამოიყენებოდა ჭურჭლის დასამზადებლად და გადაწყვიტეს თავად დაემზადებინათ თიხისმაგვარი ცომი და მისგან სხვადასხვა ნივთები გამოეძერწათ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მათ მარილის, ფქვილის, ზეთისა და წყლის გამოყენებით მოზილეს ცომი, გააბრტყელეს საძერწი ცომის ნაჭერი, გამოჭრეს წრე, ამოუკეცეს ნაპირები და გააკეთეს სათამაშო თეფშები. გამშრალი ნაკეთობა კი მოხატეს გუაშის საღებავით.
როგორც სკოლაში ამბობენ, აღნიშნული აქტივობით, მოსწავლეებს უვითარდებათ მოტორიკა, ფანტაზიის უნარი და ყველაზე მთავარი, ხალისითა და ენთუზიაზმით ასრულებენ მსგავს დავალებებს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.